ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპარლამენტო უმრავლსობა მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ის საფუძვლები განმარტა, რაც სამი დეპუტატის მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას იწვევს.
„უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი. ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე - გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის 15 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია დეპუტატების: ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტი თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას განიხილავს, რომლის თანახმად, მათ მანდატი უნდა შეუწყდეთ. ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინელმა ჯარისკაცებმა, საბერძნეთის ორი მოქალაქე მოკლეს და ორიც მძიმედ დაჭრეს
🔵15 თებერვლიდან მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადადის - რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული პერიოდი
🔵მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა - პენიტენციური სამსახური
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...