ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ, ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით, მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

„ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება“, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა
როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს - გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა. ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.
აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად. პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო. მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედის მომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.
ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც “უდავს” ეძახიან - მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი, არც ჩვენ ვართ ჯაბანნი
ბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა - სოლიდარობა. ხო და, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯსობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით. და ხო, “დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!” საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს! ბო ლო მდე !“ - წერს ბაია პატარაია.
1743599218
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...
1743597651
ახალი ამბებიწულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...
1743596880
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს
ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...
1743595947
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743594161
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...