ბათუმის ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება (ვიდეო)
ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩატარება იგეგმებოდა.
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მოქმედმა წევრმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა დროებით ჩაიშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწევთ.
„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები“, - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ოპოზიცია პროვოკაციას აწყობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ირგვლივ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი სხდომას შეძახილებით: „მონებო“ და „ვერ ჩაატარებთ“ სკანდირებენ.
საკრებულოს შენობაში ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილზე.
როგორც, შენობაში, ისე შენობის გარეთ ათობით პოლიციელია მობილიზებული.
ამავე თემაზე:
1736510991
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას
„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობ...
1736507902
ახალი ამბებიThe New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი...
1736506722
მსოფლიოპესკოვი: პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ღიაა
კრემლი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პე...
1736505605
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და...
1736503558
ახალი ამბებიოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...