ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, დაუსჯელი არავინ დარჩება.
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან, თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად გვაიძულეს კოჰაბიტაცია, გვაიძულეს რამდენიმე მინისტრის და პრეზიდენტის დანიშვნა და ა.შ. ვინაიდან პოლიტიკურად ისეთი ძლიერი და სუვერენული ქვეყანა არ ვიყავით, როგორც დღეს ვართ. დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის ჩვენი მოსახლეობისგან.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ მაინც ამ პროცესს აღვასრულებთ და ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ის ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის სისხლიანი რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში მოქმედებდა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩეს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1736506722
მსოფლიოპესკოვი: პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ღიაა
კრემლი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პე...
1736503558
ახალი ამბებიოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...
1736501094
ახალი ამბებირა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში - საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ: „ეუთოს გრძელვადი...
1736498967
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა...
1736496459
მსოფლიოBloomberg: ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ინაუგურაციამდე ცდილობს
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე შეხვედრა მოაწყოს, - წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ო...