ბათუმში ქართველმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამი დღეს ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში დილით, 07:40 საათზე დაიწყო. მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა, რადგან მეჩეთი მსურველებს წლებია, სადღესასწაულო დღეებში ვერ იტევს. მუსლიმი მრევლის მეორე ნაწილი ბათუმში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც ისინი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ.
„დღეს ჰაერივით გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთგაგება და მიტევება, ჩვენი მთავარი მოვალეობაა, ერთდროულად დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ღირებულებები“, – განაცხადა ქადაგებისას საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.
რამაზან ბაირამი ერთთვიანი მძიმე მარხვის დასასრულს აღინიშნება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღეს სადღესასწაულო ლოცვასთან ერთად ისინი უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
14:32
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
13:59
ახალი ამბებიმაჭავარიანი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები არ გაგვაჩნიაო, ეს თავისთავად, პირდაპირ გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს
„მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები და ფაქტები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, რაღაც ეჭვები არისო. ეს თავისთავად, გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს“, - ამის შესახე...
13:46
საზოგადოებაწულუკიანი: კომისიაზე რასაც ვისმენთ, ადასტურებს, რომ მართლები ვართ, როცა ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაცმოძრაობის“ მიმართ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია
„ყველაფერი, რასაც კომისიაზე ვისმენთ, ადასტურებს, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვა...
13:17
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7623 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7632 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
13:06
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...