ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სარჩელის მომზადება
„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა“.
ადვოკატის თქმით, უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. მისივე თქმით, აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან. მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს. მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები. გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1737637839
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737637179
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას
„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შა...
1737635569
ახალი ამბებიცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს, არასამთავრობო ო...
1737633139
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის...
1737631744
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს
„ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, რ...