დავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას
„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ Julius Baer-ი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნიშნით უქმნის პრობლემებს, აღნიშნული პრობლემები კი, ხელოვნურად არის შექმნილი და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, Julius Baer-ისა და Credit Suisse -ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას.
„გავეცანი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მრავალწახნაგოვან წერილს, რომელიც მრავლისმთქმელია და სურათის ფართო ჭრილში დანახვის შესაძლებლობას იძლევა, მრავალმხრივი თანხვედრის მიუხედავად, მსურს სასამართლო დავის პოლიტიკური ნაწილი გამოვყო. ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს! როგორც მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის დავა რამდენიმე წლის უკან დაიწყო, მიუხედავად სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ იქნა მიღებული, შვეიცარიული ბანკი (კრედიტ სუისი) ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, ახლა კი სცენაზე მეორე ბანკი გამოვიდა, რომელიც კლიენტს, ხელშეკრულებით გამყარებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს ეუბნება. აღნიშნული ორი ბანკის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას,“- წერს ჩიხელიძე.
1737643179
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაჰერტის შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და...
1737640935
ახალი ამბებიქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის...
1737640880
ახალი ამბებიAP: თურქეთმა და სირიამ 13 წლის შემდეგ კომერციული ავიარეისები აღადგინეს
თურქეთმა და სირიამ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირი კომერციული ავიამიმოსვლა განაახლეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkis...
1737640726
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...
1737638535
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...