"ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა დაინიცირებული, ჩავარდა მათი პარლამენტში არ გამოცხადებით" - ლევან იოსელიანი ენმ-ს ინიციატივაზე

"ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ინიციატივა და ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა დაინიცირებული, ჩავარდა მათი პარლამენტში არ გამოცხადებით", - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც იოსელიანი აცხადებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად "ენმ" ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს.
"რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან, მათ შორის ინსპექტორის საკითხზე არ შემოვიდნენ და მხარი არ დაუჭირეს პროტესტს, რომელსაც დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში ახმოვანებდა.
ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ინიციატივა და ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა დაინიცირებული, ჩავარდა მათი პარლამენტში არ გამოცხადებით. მათ მხარი არ დაუჭირეს.
თუ დავუჭერთ ამის შექმნას მხარს, მაშინ დავუჭერთ მხარს სხვა საგამოძიებო კომისიასაც, რომელიც გამოიძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ჩადენილ ფაქტებს და გამოძიება რაღაც ჭეშმარიტებას დაადგენს.
უამრავი ფაქტი არის გამოუძიებელი და უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიძია მათი საქმე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სხვა სიახლეები:
🔳 კორონავირუსს 4 თვის ჩვილი ემსხვერპლა
1741790317
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...
1741790185
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...