დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში
ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოსთან პარტნიორობა შესაძლებელია სამართლიანი ურთიერთობის და არა – ცინიკური დამოკიდებულების ფონზე.
„ეს არის კიდევ ერთი პასუხი იმ საკითხზე, თუ რატომ არ ატარებდა რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას. მათ შესაბამისი პირობა ჰქონდათ მიღებული კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკებისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდებოდა, „დიფ სთეითი“, მათი მხარდამჭერები, ასევე ამ საკითხზე მომუშავე კონკრეტული ჩინოვნიკები ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ეიძულებინათ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ. არჩევნები დასრულდა „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით და ამ ყველაფერს მოჰყვა ის სხვა ნეგატივი, სრულიად დაუსაბუთებელი და უსამართლო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული. მათ შორის, საკითხი დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. სრულიად გაუგებარია, სად გაქრა ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუ კი ასეთი არსებობდა. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ყველასთვის გასაგები კანონები, საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს საკუთარი პოლიტიკით შეერთებული შტატების მხრიდან. სწორედ ეს მოუდეს შარად ჩვენს ქვეყანას, რათა კონკრეტული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. ამ ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. პარტნიორობა შესაძლებელია სწორედ სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა იმ ცინიკური დამოკიდებულების, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი „იმ დავალებებს ასრულებს, რაც გლობალური ომის პარტიისგან აქვს“.
„ალბათ სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება, თუ ერთხელ დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, მისი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი მანიშნებელია, რომ ნეგატიურად ეკიდება ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, სუვერენიტეტს. ის არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და იმ დავალებებს ასრულებს, რაც აქვს გლობალური ომის პარტიისგან, იმავე „დიფ სთეითისგან“. დიდხანს აღარ მოუწევს ასეთი გადაწყვეტილებებით დამწუხრება ან გახარება, რადგან ვიმედოვნებთ, ძალიან მალე იქნება ამერიკული პოლიტიკის შესაბამისი ეფექტი, მათ შორის, ევროპაზეც და ყველა კარგად შეიგნებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არანაირად არ უშლის ხელს არც ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას და არც მათ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, ცხადი, რომ მისი ანტიქართული მოღვაწეობა არის დასრულებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ უჩვეულოა, დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ“.
1738174692
ახალი ამბები„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა" - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ თითქოს ძალად...
1738173498
ახალი ამბებითეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი
ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...
1738171786
ახალი ამბებიჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს
„მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...
1738171213
ახალი ამბებითეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია
მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...
1738169643
ახალი ამბებიზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...