ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი - ნათია თურნავასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, ვისაუბრეთ ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე

საქართველოს ცენტრალური ბანკის მმართველთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, ნათია თურნავასთან ვისაუბრეთ ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.

ჯეფრი საქსი უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ასევე არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

„მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, შესანიშნავ შეხვედრაზე, სადაც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერები იკრიბებიან. დისკუსიები მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის მმართველთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ველოდები თბილისში, რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის, როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მმასპინძლობენ.

[ცენტრალური ბანკის] მმართველ თურნავასთან ვისაუბრეთ ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე. კონფერენციაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობაზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვისაუბრეთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე, სრულიად ახალი მიდგომის პოვნის საჭიროებაზე, რომ მსოფლიომ ითანამშრომლოს პროდუქტიულად, და არა საომარ პირობებში, ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელებით, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. ეს არის კონფერენციის მიზანი და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემთვის, საქმის კურსში ვიყო საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციის მიმდინარეობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელი უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738173498

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი

ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...

თეა წულულიანი

1738171786

ახალი ამბები

ჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს

 „მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...

ჯორჯ ლუკაიდესი:

1738171213

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია

 მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...

თეა წულუკიანი:

1738169643

ახალი ამბები

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

 ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...

ხანძრის ლიკვიდირება

1738169582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

 2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მაკა ბოჭორიშვილი