დავით ქართველიშვილი: რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა

„ამ დღეებში ჩვენს ისტორიულ დარუბანდში თვალსაჩინოდ გამოჩნდა რუსეთში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისი - მართლმადიდებლური კრიზისი, „მესამე რომზე“ რუსეთის განუხორციელებელი პრეტენზიის მსხვრევა. მიუხედავად ლატვიასა და ესტონეთში რუსული მართლმადიდებელი მოსახლეობის დიდი ხვედრითი წილისა, მოსკოვის საპატრიარქომ ვერ შეინარჩუნა იქ საკუთარი ზეგავლენა და ეკლესიური ძალაუფლება დაუთმო „კონსტანტინოპოლს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა.

„მესამე რომის“ მარცხად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინაში ალტერნატიული „ავტოკეფალიური“ ეკლესიის შექმნა და არსებული კანონიკური ეკლესიის დასუსტება. იმაზე საუბარიც კი ზედმეტია, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობების გაუმჯობესების და ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებაზე საკუთარი ძალისხმევის ნაცვლად - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის საპატრიარქო გაუგებარ და "არაძმურ" პროცესებში იღებს მონაწილეობას.

საკუთარ ტერიტორიაზეც კი, რუსეთის ეკლესია თანდათანობით თმობს თავის ზეგავლენას. სხვანაირად როგორ შეიძლება ჩავუთვალოთ დერბენტის "კავკასიის იერუსალიმად" გამოცხადების ფაქტი და ამ "საზეიმო" ღონისძიებებში ადგილობრივი და ჩამოსული ისლამისა და იუდაიზმის მაღალი რელიგიური იერარქიის წარმომადგენლების მონაწილეობა. დაპატიჟებული იყო ყველა - მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრის გარდა. მართლმადიდებლურ სამყაროში "ახალი იერუსალიმის" არაოფიციალური წოდება დიდი ხანია მცხეთას და სვეტიცხოველს ეკუთვნის და ამ საპატიო "ტიტულის" ჩანაცვლება ისლამურ-იუდეური ფორმატით და რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა. მე ნამდვილად არ მიხარია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონიზმი ყოფილი სულიერი ძმების გარემოცვაში.

ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს გულის, მცხეთის, როგორც "ახალი იერუსალიმის" - ღვთისმშობლის წილხვდომილობაში შენარჩუნების მისია, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური გარღვევის პერსპექტივებსაც შეიძენს. და თუ ამაში მოსკოვის საპატრიარქო თავის დადებით როლს შეასრულებს, მხოლოდ გამიხარდება. თორემ, დედა მარიამი ჩვენ მაინც არ მიგვატოვებს, ხოლო რუსულმა ეკლესიამ თანდათანობით თავისი უკანასკნელი სულიერი მოკავშირეები არ დაკარგოს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744828351

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

 „მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...

ირაკლი კობახიძე

1744827515

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან

 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...

გიორგი გაბუნია

1744824969

მსოფლიო

ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“

 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...

ჯო ბაიდენი

1744820545

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ

 აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....

აფხაზეთჯ

1744817634

ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...

დავით დოიაშვილი