დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერთან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ჰოლგერ ქრეისთან გამართულ შეხვედრაზე ირიგაციის განვითარების და მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოფლის მეურნეობაში გლობალური დათბობით გამოწვეული რისკების შემცირების საკითხებზე.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მივყვებით სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიას და არსებულ სამოქმედო გეგმას; მათი განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკის ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ჰოლგერ ქრეიმ მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, რეგიონში ახალი პროექტები განახორციელოს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას უფრო ეფექტიანს ხდის“, – აღნიშნა ჰოლგერ ქრეიმ.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის (GRAIL) პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ფერმერებისთვის გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გაძლიერდება ეროვნული სარწყავი და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები. შეხვედრას მსოფლიო ბანკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738173498

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი

ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...

თეა წულულიანი

1738171786

ახალი ამბები

ჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს

 „მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...

ჯორჯ ლუკაიდესი:

1738171213

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია

 მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...

თეა წულუკიანი:

1738169643

ახალი ამბები

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

 ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...

ხანძრის ლიკვიდირება

1738169582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

 2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მაკა ბოჭორიშვილი