დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

„საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში:

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
ქ. გორი, სამების ქ.N1;
ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737360526

საზოგადოება

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...

ზოგადი

1737359841

ახალი ამბები

2024 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის...

ზოგადი

1737359783

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას

„შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს“, - ამის შესახებ საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1737359455

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი, თურქეთი და აშშ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პი...

საქსტატი

1737357447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას

პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს...

ირაკლი კობახიძე