საქსტატი - 2024 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი, თურქეთი და აშშ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზე ყირგიზეთია – 1 287.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 859.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი – 724.5 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 770.1 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 047.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 849.8 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 426.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 464.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით.
1737362419
ახალი ამბები„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...
1737360526
საზოგადოებარა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...
1737359841
ახალი ამბები2024 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის...
1737359783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას
„შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს“, - ამის შესახებ საქართველ...
1737357447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას
პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს...