ირაკლი კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას
პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული ოთხი წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი და მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა. ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ოთხი წლის მანძილზე.
კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი ოთხი წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც.
ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული პრეზიდენტ ტრამპს. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული ოთხი წლის მანძილზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1737362419
ახალი ამბები„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...
1737360526
საზოგადოებარა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...
1737359841
ახალი ამბები2024 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის...
1737359783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას
„შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს“, - ამის შესახებ საქართველ...
1737359455
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი, თურქეთი და აშშ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პი...