დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია, ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის - მინისტრი შამუგია

დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია, ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.
როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი.
კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან ხილი და ბოსტნეული რუსეთში გადის? მინისტრმა უპასუხა: „არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი თუმცა დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის“.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ავირიდოთ დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებით, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი“, - განაცხადა შამუგიამ.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად მზარდია.
„ღვინის ექსპორტში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა - პირველი ორი თვის განმავლობაში 40%-ზე მეტი. ასევე არის სხვა პროდუქტებზეც. მთლიანობაში ექსპორტის მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის მზარდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის თხილი და სხვა კულტურები. ეს ძალიან კარგია და რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ასახულია იმ საექსპორტო ზრდაში, რაც აგრარული პროდუქციის მიმართულებით გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. შარშან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - მთლიანობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა აგრარული პროდუქციის ექსპორტთან მიმართებით. იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც პროდუქცია გადის, ყოველწლიურად მზარდია. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და მაქსიმალურად ვეხმარებით ფერმერებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა შამუგიამ.
ასევე საინტერესოა:
🔵 ვინ არის ქალი, რომელმაც ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი გადაარჩინა?
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...
1740729931
მსოფლიოკაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...
1740728245
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - გურიაში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში, 10 000 ყუთი, დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ...
1740727814
ახალი ამბებიიანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვ...
1740726529
ახალი ამბებიგურიის სახელმწიფო რწმუნებული: 24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები, სპეციალური თოვლმავალი საშუალებები გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერ სატრანსპორტო გადაადგილება შეუძლებელია
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, გურიის რეგიონში 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ურუშაძის თქმით...