„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე

„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიის მხარეში არსებულ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდთოვლობით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაში ჩართულია ყველა სამსახური და სახელმწიფო დაწესებულებების თითოეული თანამშრომელი ცდილობს სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობის დახმარებას. ასევე, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.

„მაქსიმალური კეთდება, ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ნახეთ, რომ ბრძანება გამოსცა და ჩართულია უკვე თავდაცვის ძალები, მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი ამის შესაძლებლობაა. არის სამწუხაროდ ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, რამდენიმე სოფლის რამდენიმე ოჯახში არის კონკრეტული პრობლემები, რომლის შესახებ ხელისუფლება დეტალურად არის ინფორმირებული და ამ წუთებშიც ცდილობენ, მძიმე ტექნიკით მიახლოებას.

„გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაც პრობლემები და საგანგაშო სიგნალები, დეტალურად ვიცით სახელებით და გვარებით და ამ წუთამდე ცდილობენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით მიუახლოვდნენ და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა.

იმდენად დიდი თოვლია, რომ ზოგ ადგილას დადგა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობდა და პრაქტიკულად, გადახვეტილი თოვლი სახლების მიმართულებით იყო უკვე და სერიოზული პრობლემები იყო ამ კუთხით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740490173

ახალი ამბები

ოზურგეთში მცხოვრები გულიკო დოლიძე და მისი 3 შვილიშვილი უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ

ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშ...

- ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები

1740489523

ახალი ამბები

პიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა

„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...

პიტერ სიარტო

1740488960

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1740487078

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...

მამუკა მდინარაძე

1740485648

ახალი ამბები

გაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, ახლა იწმინდება შიდა გზები, რათა ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან, შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის...

ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი