პიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა

„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციას არჩევნები რომ მოეგო, ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა.

„ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთის შემთხვევაში. 15 წელია, ხელისუფლებაში ვართ და ვართ შეტევის ქვეშ, რადგან პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ“, - აღნიშნა სიარტომ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნგრეთიც და საქართველოც მძიმე შეტევის ქვეშ არიან, მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა.

„გუშინ გაერ-ში ჩვენ ერთად გავუწიეთ თანასპონსორობა ამერიკის მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ხედავთ, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივესთვის, უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა“, - აღნიშნა პიტერ სიარტომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740490173

ახალი ამბები

ოზურგეთში მცხოვრები გულიკო დოლიძე და მისი 3 შვილიშვილი უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ

ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშ...

- ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები

1740488960

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1740487078

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...

მამუკა მდინარაძე

1740486907

ახალი ამბები

„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე

„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...

მამუკა მდინარაძე

1740485648

ახალი ამბები

გაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, ახლა იწმინდება შიდა გზები, რათა ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან, შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის...

ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი