მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების შესახებ საუბრისას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცუდია, რომ არ წყდება სპეკულაციები, ვინაიდან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს რამდენიმე ადამიანი სტიქიის გამო დაიღუპა. მან ოპონენტებს მოუწოდა, ცოტა ხნით გაჩერდნენ და ნუ დააპანიკებენ ხალხს, რომელიც იმედით ელოდება დახმარებას.
„ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ადამიანი, რომლის გარდაცვალება უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მათი გარდაცვალება სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და მის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას. ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან. ისედაც რთული ვითარებაა, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, თეორიულადაც და მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ, ესენი აპანიკებენ, რომ სადღაც იღუპებიან ადამიანები იმის გამო, რომ სასწრაფომ ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ გააკეთეს და ა.შ. ამ მავნებლობას, ძალიან ვთხოვთ, ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი და 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებას მაინც ნუ მიაწერენ სტიქიას და ნუ დააპანიკებენ დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია. მიდიან ოჯახებში და ცდილობენ, რაღაცნაირად გაკვალონ გზა. ბევრგან არის სურსათის დახმარების საჭიროება და შემთხვევები, თუმცა არის სოფლები, განსაკუთრებით პატარა სოფლები მაღალ მთაში, მოწყვეტილია კომუნიკაციას და იქაც მიდის ახლა მძიმე და მაღალი გამავლობის ტექნიკით გადაადგილება, რომ ბოლო ოჯახამდეც კი მივიდნენ რამენაირად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1740489523
ახალი ამბებიპიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა
„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...
1740488960
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740486907
ახალი ამბები„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე
„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...
1740485648
ახალი ამბებიგაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, ახლა იწმინდება შიდა გზები, რათა ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან, შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის...
1740485547
მსოფლიოილონ მასკი: კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის. „კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, - წერს ილონ მასკ...