რა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

„ამ დროისათვის, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.

დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ68-კმ106 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები.

ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ნარჩუნდება ინტენსიური თოვა, გთხოვთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავოთ მგაზვრობისგან. ამასთან, გთხოვთ, იმგზავროთ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740489523

ახალი ამბები

პიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა

„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...

პიტერ სიარტო

1740488960

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1740487078

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...

მამუკა მდინარაძე

1740486907

ახალი ამბები

„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე

„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...

მამუკა მდინარაძე

1740485648

ახალი ამბები

გაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, ახლა იწმინდება შიდა გზები, რათა ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან, შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის...

ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი