Emaar ჯგუფის დამფუძნებელი: ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მახარებს ის, რასაც ვგრძნობ საქართველოში, ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უდიდესი პატივია 30-წლიანი გამოცდილება გავუზიაროთ ურბანული განვითარების სფეროში ჩვენს ქართველ პარტნიორებს თბილისსა და ბათუმში, - ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.

„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სრულიად მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან, საოცარი სამზარეულო გაქვთ.
შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.

ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს - ყველაფერს ვაშენებთ!

ამდენად, მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა, ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა”, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738079409

მსოფლიო

ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...

ალიევი

1738077231

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

 კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...

პუტინის თანაშემწე

1738075847

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...

პოლიტიკოსები

1738074331

საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...

შალვა პაპუაშვილი

1738073337

ახალი ამბები

რეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...

ლაშა რობაქიძის შვილი