შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში.
უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნგრეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერ ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობას.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.
უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მომავლისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თანმხლები დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
1738174692
ახალი ამბები„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა" - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ თითქოს ძალად...
1738173498
ახალი ამბებითეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი
ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...
1738171786
ახალი ამბებიჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს
„მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...
1738171213
ახალი ამბებითეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია
მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...
1738169643
ახალი ამბებიზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...