ერთ მესიჯს შეწირული თანამდებობები - რატომ მოხსნეს გამყრელიძეები?

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გამყრელიძის თანამდებობა, ერთ მესიჯს შეეწირა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მაშინ, როცა ქუჩაში, ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა, ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორებმა უმსხვილესი ქართული კომპანიებისგან მხარდაჭერის დაპირება მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე იყო. გამყრელიძის სახელით, მისთვის სანდო ადამიანმა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ქადაგიძეს მესიჯი მისწერა, რომ მთელი მათი კორპორაცია პროევროპული აქციის ორგანიზატორების გვერდით იდგა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, წერილი ვრცელი იყო, თუმცა სუს-ში განგაში სამმა სიტყვამ გამოიწვია - "ჩვენი იმედი გქონდეთ."
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მესიჯი ნიკა გამყრელიძის ტელეფონიდან არ გაგზავნილა. გამყრელიძის დანაბარები ქადაგიძემ მესამე პირის საშუალებით მიიღო.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ნიკა გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯი, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს მოსმენების სამსახურმა გაშიფრა და სასწრაფოდ "ქართული ოცნების" ლიდერებს აცნობა, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი საპროტესტო აქციების მხარდამჭერი იყო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯები მოსმენების სამსახურიდან ღარიბაშვილთან მოხვდა. ღარიბაშვილმა კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მფლობელ კომპანიას უთხრა, რომ თუ გამყრელიძეს არ გაუშვებდნენ, მაშინ მთავრობას და საქართველოს უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციას შორის ჯახი იქნებოდა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებისთანავე პოსტიდან გაუშვეს ნიკა გამყრელიძეს მამაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სახლში გაშვება შვილის მესიჯის გამო ჯანდაცვის მინისტრს დაევალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ხვალ, 11 სექტემებრს ეკლესიამ დააწესა ერთ დღიანი მარხვა, ნახეთ ინფორმაცია
1740300893
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კა...
1740300846
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე. თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია ქვეყნის ისტორიაში
ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, თითოეული იუნკრის თავდადება, ვ...
1740300661
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება
საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებ...
1740299766
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. „კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24...
1740299628
სოციალური მედია„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს“ - ერეკლე დეისაძე ოლექსი გონჩარენკოს ცნობილ პოსტზე
მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე“ წერს. დეისაძე საზოგადოებას მიმართ...