"ეს არ არის პატიმრის უფლება, ეს არის დეპუტატის უფლება" - მიხეილ სარჯველაძე მესამე პრეზიდენტის ულტიმატუმზე
„პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა აკრძალულია აქვს სააკაშვილს, მაგრამ მეორეს მხრივ, დეპუტატებისთვის უფლების მიცემა, რომ პატიმარი მოინახულოს, ეს არ არის უფლება, რომლითაც პატიმარი სარგებლობს. პატიმარს კი არ რთავენ ნებას, ნებას რთავენ დეპუტატს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე: სააკაშვილის სანახავად დეპუტატების შესვლის შეზღუდვით, იზღუდება თუ არა თავად სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობა? სარჯველაძემ უპასუხა:
„როდესაც ასეთ პრიზმაში ვსახავთ საკითხს, რომ ეს არის სააკაშვილის უფლების შეზღუდვა, ეს არასწორი და მცდარი მოსაზრებაა. დეპუტატებს რაც შეეხებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფორმალური საკითხები გადასაწყვეტი. ყველა გარემოება მხედველობაში მისაღებია და როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე დისკუსია მიმდინარეობს, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩაითვალოს და მოინათლოს როგორც რაღაც წინააღმდეგობის გაწევა და ხელოვნური ბარიერების შექმნა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჟურნალისტმა მას მიმართა კიდევ ერთი კითხვით: სააკაშვილს რატომ არ აქვს პოლიტიკური აქტივობის უფლება საქართველოში?
„ორი მნიშვნელოვანი წინაღობა აქვს ამ შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით; პირველი ეს არის მოქალაქეობის საკითხი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს კანონმდებლობით, პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები პოლიტიკურ პროცესში, როგორც აქტიური საარჩევნო უფლების, ისე პასიური საარჩევნო უფლების თვალსაზრისით. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები, ეს არის მისი მსჯავრდებულობა. მსჯავრდებულობა ავტომატურად ყველა უფლებას არ ართმევს პირს პოლიტიკაში მონაწილეობისას, მაგრამ ცალკეული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას რასაკვირველია, რომ უზღუდავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გუშინ პოსტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ მასთან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, დღეიდან ის უარს განაცხადებს მკურნალობის კურსზე.
ამავე თემაზე:
🔵 უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო? - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე
1735223893
საზოგადოება„ძვირფასო მეგობრებო, გავატანოთ ძველ წელს ზიზღი და ბულინგი, სიძულვილი დამანგრეველია...“ - რას წერს თამუნა გომართელი?
ჟურნალისტი, პიარმენეჯერი - თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. იგი ასევე საზოგადოებას მიმართავს, ზიზღი და ბულინგი ძველ წელს გაატანონ. „ძვირფ...
1735218681
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8130 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1735216457
ახალი ამბებიოკუპანტებმა სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრ...
1735216214
ახალი ამბები„დას ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანით დაზიანებები მიაყენა“ - ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ...
1735211718
ახალი ამბებიდოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი კაცი
საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 1 კაცი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში acxadeben, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებ...