გამოძიება: კაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქალი გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
🔵 ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა
1741790185
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...
1741783883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა
მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...