გია ვოლსკი: ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო

„საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყოს.
„ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება. ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას სულ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავისი გეგმა აქვს. ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი“ და თავის ამოცანას ასრულებს.
ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ თავისი გეგმა აქვთ, მათ შორის საქართველო დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის.
თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი, თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის, მით უმეტეს არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია.
სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“.
მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ, რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება.
ინტერესი ეს არის და ამ ინტერესის განსახორციელებლად არის პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...
1742484164
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...
1742481940
მსოფლიოჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...
1742481162
საზოგადოებალევან მახაშვილი ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა
არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შე...