"გთხოვთ შემხვდეთ და პოზიციას "არა და არასოდეს", დარწმუნებული ვარ შეიცვლით" - ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის საქმეზე შეხვედრას სთხოვს

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და შეხვედრას სთხოვს.

როგორც კილაძე წერს, სურს რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმის მასალები პირადად გააცნოს.

"ქ-ნო პრეზიდენტო,მე მხარს ვუჭერ და ვეხმაურები თქვენს ინიციატივას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების თაობაზე.

გთხოვთ, გამონახოთ დრო და შემხვდეთ - მსურს თქვენც გაგაცნოთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მსჯავრის მასალები, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებას ეხება.

დარწმუნებული ვარ, დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ჭორებს აღარ აჰყვებით და პოზიციას - არა და არასოდეს, შეიცვლით !", - წერს კილაძე ფეისბუკში.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

სხვა სიახლეები:

🔲 "საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება

🔲 "ჯერ კითხვას გაეცით პასუხი, თავს თუ გრძნობთ ერის ნაწილად? იცით კი, ერი რას ნიშნავს? ეროვნული შერიგება ეროვნულებს შორის ხდება" - ამირან სალუქვაძე ოპოზიციას 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი