ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე: როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს, ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“

„ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და 162 ბიჭი დახვრიტეს ასე ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიში, შიშით ემართათ ქვეყანა“ - განაცხადა ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება.
ია მეტრეველი იხსენებს მისი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი დანაშაული მიუძღვის "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ საპატრულოს უფროსს მიქაძეს, რომლის აზრითაც, „სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“.
„ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და სწორედ ასე გააგრძელა, ამ შიშით დაიწყეს ქვეყნის მართვა. როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს და ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“, ეს იყო მათი ნაბრძანები. ამის მერე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და ვაკის პოლიციიდან იქ მოზიდეს უამრავი იარაღი. მთელი სისტემა ამუშავდა და დაგვიპირისპირდა (ამ ბავშვებს). მიიტანეს უამრავი იარაღი. ერთ-ერთ იარაღს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ჰქონდა და მისი იყო ეს იარაღი. მოკლედ, მთელი არსენალი იყო, რომელიც ამ ბავშვებს დაულაგეს, ბუტას დაუდეს ავტომატი. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით, განსაკუთრებით, მიქაძეს [ქალაქის საპატრულოს უფროსი], რომელმაც უთხრა, ასეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...