ირაკლი კირცხალია: ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს, იმდენად არაობიექტურად და ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული განცხადება, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა
„საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქციების ქვეშ, ეს მისთვის, ჩვენი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის არახალია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან უსამართლო და პარადოქსული უწოდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობა ზელენსკიმ მოუხადა აშშ-ის ამჟამინდელ ადმინიატრაციას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რამდენად დიდი საფრთხე ააცილა მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერებმა საქართველოს.
„თვითონ თემა რაოდენ უსამართლოა, რაოდენ პარადოქსულია, საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა. უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებით, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამო. იმდენად უტიფრები არიან, იმდენად არაობიექტურად, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში, ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. უბრალოდ სასაცილოა, ტრაგიკომედიაა.
არა უშავს, ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია. ვინ აკეთებს კომენტარს, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომელ ოპოზიხიაზეა საუბარი? ზელენსკი იხდის მადლობას ბატონი ბიძინას დასანქცირებისთვის. მადლობას უხდის ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ამ ომში მყოფ ქვეყანაზე კომენტირებისგან, ამ მადლობის შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი უჩნდება, იმაზე რაზეც ჩვენ 2022 წლიდან ვსაუბრობდით და რისკენაც ჩვენს ქვეყანას უბიძგებდნენ მთელი ეს ლობისტთა ჯგუფი ევროკავშირში, ამერიკაში თუ აქ - ეს ჯაშუშები ქვეყნის შიგნით რომელიც მათ დაქვემდებარებაში მუშაობენ, და წარმოდგენა არ მაქვს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება რაიმე კითხვები გაჩნდეს და კიდევ თუ შეიძლება ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს, ის თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, სად და რა გზაზე გავიარეთ და რა გზაზე ვდგავართ.
რაც შეეხება ზელენსკის თემას, ადამიანი, რომელიც მართავს მიწასთან გასწორებულ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მილიონობით დევნილი და ასიათასობით დაღუპული, ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართული და ეროვნული საქმე უკეთებია, ამ ადამიანს სანქციებს უწესებენ. დანარჩენის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია,” - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1735382608
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, დღისით ზოგან ძლიერი. ღამით ცვალებადი მიმართულების, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერა...
1735377637
მსოფლიოსირიაში დააკავეს მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო მოსამართლე მოჰამედ კანჯო ჰასანი დააკავა, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დროს ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. Deutche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმა...
1735373201
საზოგადოება„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე
ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....
1735369291
ახალი ამბებირა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
1735334796
სოციალური მედია„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში
,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...