კიტეიშვილმა, შესაძლოა, „შტურმი“ იანვარშივე დატოვოს
ავსტრიული მედიის ცნობით, გრაცის „შტურმი“ იანვარში შეიძლება ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს.
ქართველმა ფეხბურთელებმა გრაცელებთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მაგრამ ნათელია, რომ თუ საინტერესო შეთავაზება ექნება, კლუბი მას ხელს არ შეუშლის.
როგორც ცნობილი გახდა, კიტეიშვილი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომ იანვარში „შტურმი“ დატოვოს, რადგან გერმანიის და სხვა ქვეყნის კლუბები დაინტერესებული არიან ქართველი ნახევარმცველით.
თუმცა, ჯერჯერობით, „შტურმს“ მაგიდაზე კონკრეტული შეთავაზება არ აქვს. სხვათა შორის, ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც კიტეს უკავშირებენ, „ჰოფენჰაიმია“, რომლის მთავარ მწვრთნელად ნოემბერში კრისტიან ილცერი დაინიშნა, რომელიც მანამდე „შტურმში“ მუშაობდა და ქართველს იდეალურად იცნობს.
„სატრანსფერო ფანჯრის პერიოდს ხმების გავრცელებაც ახლავს. „შტურმის“ ფეხბურთელებმა შემოდგომით კარგად გამოიყენეს საერთაშორისო არენა და თავი ჩემპიონთა ლიგაშიც წარმოაჩინეს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, შესაძლოა, ავსტრიის ჩემპიონისა და თასის გამარჯვებულის რიგები რამდენიმე მოთამაშემ იანვარში დატოვოს და საზღვარგარეთ გადაბარგდეს.
არ წყდება ხმები გუნდის საკვანძო მოთამაშეების მოსალოდნელ წასვლაზე. ამბობენ, რომ ნიკლას გეირჰოფერით გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბები ინტერესდებიან. საუბრობენ ულიამ ბიოვინგისა და მიკა ბირეტის დანიურ დუეტზეც. კარგად ინფორმირებული წყაროების ცნობით კი, ამ სიის სათავეში იკავებს ადგილს ოთარ კიტეიშვილიც. ქართველით გერმანიისა და სხვა ქვეყნის ლიგებში ინტერესდებიან, თუმცა, შტურმს კონკრეტული მოთხოვნა აქამდე (ჯერჯერობით) არ მიუღია“, - წერს Kronen Zeitung.
ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და 208 მატჩში 47 გოლი გაიტანა. ის ერთხელ ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ ავსტრიის თასი მოიგო.
1735328460
სოციალური მედია„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი
26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რას...
1735318574
ახალი ამბებიამინდი უარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
28-დან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნე...
1735315561
სოციალური მედია🎥 „არასდროს დაბერდები, სულ ლამაზი იქნები“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი
ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გაა...
1735310782
ახალი ამბებიმოსამართლემ აჩიკო მეფარიძე ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპ...
1735309709
სოციალური მედია„ასე ტკბილად დაგვაბეროს უფალმა ერიც და ბერიც, გილოცავთ დამდეგს“ – ნატო გელაშვილი გოზინაყის მომზადების კადრებს აქვეყნებს
მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი „ფეისბუკში“სტატუსს ავრცელებს და სოციალური ქსელის გამომწერებს, მეგობრებს და მსმენელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სტატუსთან ერთად, მუსიკოსი გოზინაყის მომზადების ამს...