ირაკლი კირცხალია გილაურზე: ეს ის ადამიანია, რომელიც საუბრობდა, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა?! მაშინ როგორ ამობილიზებდა ამ თანხებს, რა ლობისტურ საქმიანობაში მიმართავდა ამ თანხებს?!

„ეს ის ადამიანია, რომელიც საუბრობდა, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა?! მაშინ როგორ ამობილიზებდა ამ თანხებს, რა ლობისტურ საქმიანობაში მიმართავდა ამ თანხებს?!“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა, აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ინიღბებიან როგორც გულშემატკივარი სამოქალაქო საზოგადოების, რეალურად აღმოჩნდებიან ხოლმე 100%-ით პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები.

„ეს ის ადამიანია, რომელიც საუბრობდა, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა?! მაშინ როგორ ამობილიზებდა ამ თანხებს, რა ლობისტურ საქმიანობაში მიმართავდა ამ თანხებს?! ასევე, მეორე კითხვა მაქვს - შემთხვევით იმ თანხებით ხომ არ არის დაფინანსებული ბიზნესებს რომ მოუწოდებდა ჩარიცხეთ თანხებიო, ვიცით, გარკვეულმა ბიზნესმა ჩარიცხა თანხები. მესამე კითხვა - ეს ის ერთ-ერთი ისეთივე ფონდი ხომ არ იყო, რომელიც ფუთავდა თავის საქმიანობას, როგორც საქველმოქმედო საქმიანობას და რეალურად ემსახურებოდა იმ დიდ დესტრუქციას და იმ ძალების, უსამშობლოების, აგენტურული ქსელის დაფინანსებას, რასაც USAID-ის დონორობით ვხედავდით ე.წ ენჯეოებში და შემდეგ ამ ე.წ ფონდებში.

მთავარ რაღაცას მოეფინა ნათელი, ადამიანები, რომლებიც იფუთებიან და ინიღბებიან როგორც სამოქალაქო სექტორი, გულშემატკივარი სამოქალაქო საზოგადოების, რეალურად აღმოჩნდებიან ხოლმე 100%-ით პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები, თავიანთი ფონდებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და ა.შ“ - აღნიშნავს კირცხალია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742404450

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში

 საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...

ირაკლი კირცხალია

1742402439

სპორტი

ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...

ოთარ კიტეიშვილი

1742400576

მსოფლიო

ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა

 ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...

ააა

1742399620

მსოფლიო

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...

ვლადიმირ პუტინი

1742397312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი

მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...

კირცხალია