ირაკლი კობახიძე: აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში

„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738079409

მსოფლიო

ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...

ალიევი

1738077231

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

 კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...

პუტინის თანაშემწე

1738075847

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...

პოლიტიკოსები

1738074331

საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...

შალვა პაპუაშვილი

1738073337

ახალი ამბები

რეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...

ლაშა რობაქიძის შვილი