ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/12/25379/irakli-kobakhidze_w_h.jpeg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესის საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი შეეხო არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კომპანიების წარმატებულ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა.
ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1739353097
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესა...
1739352106
ახალი ამბებიაზერბაიჯანული მედიის ცნობით, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს
აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულთან დაკავშ...
1739349250
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საქართველოს უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელზე: უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ევროპის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს აფასებს, რომელშიც საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა. მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმი სწრაფი ტემპით იზრ...
1739348501
ახალი ამბები„თბილისი ენერჯი“: ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი 65% ჩართულია
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ...
1739346019
ახალი ამბებითბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გრძელდება
თბილისის მერია განაგრძობს პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა პერ...