საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

პრეზიდენტმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა მიმდინარე და განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მხარეებმა სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორობის მზადყოფნა გამოხატეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739354957

ახალი ამბები

კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან

„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებ...

კახა კალაძე

1739352106

ახალი ამბები

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს

აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულთან დაკავშ...

 სამგზავრო მატარებელი

1739351031

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთ...

ირაკლი კობახიძე

1739349250

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საქართველოს უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელზე: უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ევროპის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს აფასებს, რომელშიც საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა. მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმი სწრაფი ტემპით იზრ...

ლევან მაჭავარიანი

1739348501

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“: ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი 65% ჩართულია

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ...

მხუთავი გაზი