ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა
„ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ქვეყანაში არაბული ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.
„საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის განვითარებაზე. მთლიანობაში საუბარია 3 მილიონ კვ.მ-ზე სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო-სპორტული-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, სკოლები მათ შორის, საბავშვო ბაღები, ასევე იქნება შოპინგ მოლები ამ ტერიტორიაზე. იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34 პროცენტი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას.
უნდა ითქვას ის, რომ თავად EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმაც განაცხადა, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ერთი ამდენი შემოვა დამატებითი ინვესტიციის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტული, მათი ერთ-ერთი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჰქონია EMAAR-ის ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა - 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე. რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, EMAAR ჯგუფის მიდგომით, ასეთი მასშტაბური პროექტები ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.
„ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, რაც განსაკუთრებით მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ამ პროექტს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი. არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და მისი ფაქტორი ამ მოლაპარაკებებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ იცი, რომ მეორე მხარეს პროფესიონალები არიან, ბუნებრივია, ასეთ დროს იზრდება შენი მოტივაცია, რომ შესაბამის ქვეყანაში განახორციელო ინვესტიცია. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის ძალიან კარგი, მარტივი საგადასახადო სისტემა, დაბალი გადასახადებით, ლიბერალური ეკონომიკური გარემო, ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამ ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. მესამე, რასაც პირდაპირ ალაბარი აღნიშნავდა, მას აქვს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულად ემოციურად საუბრობდა თბილისსა და ბათუმზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1738510014
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს
სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციი...
1738508228
ახალი ამბებიმეუფე შიო - უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს
„უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე...
1738506981
სპორტილუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალშია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებს. მაისურაძემ იაპონელი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა.
1738502336
ახალი ამბებიკონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუანდისგან მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ 23“...
1738501951
საზოგადოებაგურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან,...