გიორგი ვოლსკი: ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ

ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
წამყვანმა მას ჰკითხა: „ერთია მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რა თქმა უნდა, კონტინენტისთვის ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ მეორეა, როდის მოაღწევს ეს ტალღა ჩვენამდე. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში ძალიან ბევრი საქმეა. პლუს ევროპული ბიუროკრატია ამ თვალსაზრისით არ იცვლება. ჩვენ გვესმის ისევ მკაცრი განცხადებები საქართველოს მიმართ. ვნახეთ ცალკეული ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, იგივე პოლიტიკის გაგრძელება რაც წინა წინა წელს და წინა თვეებში გვქონდა. ამ შემთხვევაში ცვლილებები როდის დადგება?“
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ჩვენ უნდა დავახასიათოთ რისთვის ხდება ეს და შემდეგ კალენდარზე ვილაპარაკოთ.
„ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ. ამას აღარ ჩამოვთვლი, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოგზავნეს იმ ომისათვის, რომელსაც წესით უნდა მოეყვანა ახალი ხელისუფლება“, - აღნიშნა მან.
წამყვანმა მას დამატებით ჰკითხა: „ეს ამ მიზანს ემსახურებოდა? იმიტომ, რომ მათგან ჩვენ გვახსოვს კეთილშობილური მიზნები, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი“.
გიორგი ვოლსკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამ განაპირობა ის, რომ ზედაპირზე რაც დევს, ეს ლოზუნგები, რომელ დემოკრატიას ემსახურება.
„მაგალითად, იგივე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ქმრის ბიზნესი რუსეთში. ან ბალტიისპირეთის ქვეყნების ექსპორტი რუსეთში, რომელიც აჭარბებს საქართველოს ღვინის ექსპორტსაც კი. რა დემოკრატიის განვითარებაზეა საუბარი. ან როდის ფიქრობდნენ დემოკრატიაზე, როდესაც აქ ხალხის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ხდებოდა. სხვა იდეაა ჩადებული და სწორედ დღევანდელობამ, ტრამპის ადმინისტრაციამ განაპირობა ის, რომ ეს ყველაფერი, ეს ლაპარაკი, ეს ე.წ. ნარატივები, ეს განწყობები, აღქმები გადავიდა მეორე პლანზე და ზემოთ ამოვიდა რეალობაში რა. რა პრაგმატული, ცივსისხლიანი ყოფილა თურმე მსოფლიო. ბალტიისპირელები, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რასაკვირველია ამ პოლიტიკას მიყვებოდნენ და აგრძელებენ. აგრძელებენ ინერციით.
მეორე, თავის შიგნით, ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ საგარეო პოლიტიკაში რაღაცას წარმოადგენენ და არა მარტო გერმანელები და ფრანგები განაპირობებენ ევროპულ მომავალს, არამედ ბალტიისპირელებსაც შეუძლიათ ეს ბერკეტები მართონ. გადახედეს, ვინ ამოარჩიეს დაბალ ღობედ, საქართველო, რომელზეც შეტევები ხორციელდებოდა და ახლა კიდევ ამ ბოროტი ინერციით ისევ აგრძელებენ. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ იმაზე როდის მოაღწევს ეს პოზიტიური ტალღა ჩვენამდე.
ჩვენ არ ვიცით, ტალღის დაწყებას კი ვხედავთ, მაგრამ ტალღა როდის აგორდება. ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, შევაფასოთ, ჩავიდა ლონდონში ზელენსკი და იქ რა ლაპარაკი იყო. ვინ ეთანხმება ევროპული ძალების შექმნას, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვინ არ ეთანხმება, ვინ იქნება შუამავალი უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1741243205
საზოგადოებანათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...
1741240030
საზოგადოებაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...