ცოტნე კობერიძე: თუ იქნება რაღაც ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად მე მისი ნაწილი არ ვიქნები

„თუ იქნება რაღაც ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად მე მისი ნაწილი არ ვიქნები,“ - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბევრი საუბარია ერთობაზე. მათ შორის, ზურა საუბრობს ხოლმე ძალიან ბევრს, გიორგი ვაშაძე საუბრობს ძალიან ბევრს. ლელა საუბრობს ცოტა სხვა ფორმატში. ყველა რაღაც ერთობაზე საუბრობს, ოღონდ ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს, რა ტიპის ერთობაა ის, რაც იქნება სწორი და ის თუ არ იყო, გადავშენდებით და კარგი არაფერი მოხდება, მერე რაღაც ასეთი დათქმებია. ამიტომ რთული ასარჩევია, რომელი ტიპის ერთობაზეა საუბარი. მაგალითად, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში განსხვავებული აზრი უფრო არ მომისმენია. სულ ყველაფერზე ერთი აზრი მომისმენია. ყველა ყველაფერში ერთად არის; აქციაზეც ერთად არის; უცხოეთშიც ერთად არის; გადაცემას ჩართავ, ყველა ერთად არის; ყველა თითქმის ერთსა და იმავე რაღაცას საუბრობს. განსხვავებულობის დეფიციტს უფრო ვგრძნობ, ვიდრე აქ ვინმე რამეში ვერ გაერთიანდა. ერთადერთი, არის რაღაც ფინანსური რესურსები, რაც მერე იწყებს სხვა ტიპის საშუალებებს და იმის გაერთიანება თუ მოხდება რაღაც ფორმით, კარგი, მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, მე რაღაცასთან მიმართებით მგონია, რომ ის რაღაც უნდა კეთდებოდეს და იმ რაღაცაზე საუბარი თვითონ მაგის გაკეთებასაც კი შანსს უკარგავს. რაც უფრო დიდხანს იქნება, რომ რაღაც ერთობა უნდა მოხდეს, მოხდეს, მოხდეს… მერე დაისმება ჟურნალისტისგან კითხვა, რომ თუ არ ხდება, რატომ არ ხდება, ვის გამო არ ხდება? მერე აქედან – აი, იმის გამო არ ხდება, ამის გამო არ ხდება, მერე უფრო ერთმანეთის ლანძღვა ისმის ხოლმე, ვიდრე იქ რამე პროცესი იგრძნობა. არ ვიცი, მე ეგეთი რაღაცებისგან ფიზიკურად დავიღალე და ფიზიკურად აღარ მჯერა. რაღაცას კარგს თუ მოიფიქრებთ, ერთად მოიფიქრებთ თუ ცალ-ცალკე, ნეტა მოვიფიქროთ – ან ისე, ან ასე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რაღაც ტიპის ხარისხი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის როლს როგორ ხედავს ამ პროცესში, კობერიძემ უპასუხა, რომ თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად ის ამ ერთობის ნაწილი არ იქნება.

„ზურაბიშვილმა ეგ როლი აითვისა, იდეაში, ეგ ფორმატიც ხომ მოიფიქრა. მერე უბრალოდ ეგ აღარ მოგვწონს, რაღაც უფრო მეტს ველოდებოდით და თითქოს არ იყო, თორემ თქვა, რომ ეგ იყო მისი მიზანი, შეიქმნა ეგეთი ტიპის პლატფორმა, რომ რაღაც მოფიქრებულიყო, თქმულიყო და განხორციელებულიყო. მაგრამ ამის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის ფრაზები მომისმენია, რომ რაღაც ახალი პარტიები უნდა გაკეთდეს. კონფერენციაზე რომ იყო, იქაც ამაზე უფრო მეტად ისაუბრა და, ცხადია, ის პარტიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ერთობის ლიდერი უნდა იყოს, მერე საკითხს ასე დასვამდა, რომ ასე უყურებს ქალბატონი სალომე თუ ისე. პირადად მე, ცოტნე კობერიძეს ამის იმედი არ მაქვს. თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც იქნება სალომე ზურაბიშვილი, პირადად მე, ცოტნე კობერიძე მისი ნაწილი არ ვიქნები და სხვა რას იზამს, არ ვიცი. არ მჯერა და რისიც აღარ მჯერა, მაგ რაღაცების კეთებით უბრალოდ დავიღალე და არ ვთვლი, რომ იქნება სწორი“, – აღნიშნა კობერიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე