ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„ეს არის მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ, სხვანაირი ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. იცით, რომ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ეთნიკურად ქართველები ზუსტად ასევე უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეთნიკურად ქართველების ხელით მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, ახლა ეს ადამიანები აგრძელებენ ზუსტად ამ საქმეს, სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ისინი არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰყავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, რაც დამახასიათებელი იყო ბოლშევიკებისთვის, იყო გაკულაკება და სანქციები არის გაკულაკების ერთგვარი მოდერნიზებული ფორმა. ესეც ზუსტად იგივე ხელწერაა, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ ბოლშევიკები, მერე აკეთებდნენ ფაშისტები. ზუსტად ამას აკეთებენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მეთოდები არის იგივე და დამოკიდებულება არის იგივე, ისინი არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1744466922
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი
ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...
1744464799
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. ამასთან, ცოტახნის წინ...
1744463948
ახალი ამბებიმეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ
ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაშ...
1744460791
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორ...
1744457844
ახალი ამბებიმირზოიანი: ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად
„ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით“, - ა...