ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა სოლომონ მანაშვილი (125 კგ) - მან ფინალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან დათმო. ქართველი სპორტსმენისთვის ეს სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი, ნახევარფინალში კი პოლონელი კამილ კოშციოლეკი დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა: ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ტურნირზე ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...
1744466922
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი
ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...
1744464799
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. ამასთან, ცოტახნის წინ...
1744463948
ახალი ამბებიმეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ
ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაშ...
1744460791
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორ...