მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.

დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმატში მონაწილეობაზე უარს გულისხმობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ფორმატს უწოდებს 3+2-ს, რადგან საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი, თუმცა მას მაინც ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ.

„ამ ფორმატს ვუწოდებდი 3+2-ს, რადგანაც საქართველო არ არის ფორმატის ნაწილი, მაგრამ მას ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ. საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა. საქართველოს ორი რეგიონი რჩება ოკუპირებულად რუსეთის ფედერაციის მიერ და ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიუღებელი სამხედრო წარმომადგენლობა ამ რეგიონებში, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. სხვა მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კარგი თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები გვაქვს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ათწლეულების განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.

„რეგიონში მრავალფეროვნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნების შესაძლებლობა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შეიძლება, განსხვავებულები ვართ ბევრი კუთხით, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საგარეო პოლიტიკას, გვიწევს თანამშრომლობა. საქართველო ათწლეულებია მისდევს ევროპულ ინტეგრაციის გზას. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ამან მოგვცა საშუალება, საქართველოს კანონმდებლობაში მეტი ევროპული სტანდარტი შემოგვეტანა და უფრო მეტ თანხვედრაში მოვსულიყავით ევროპის ეკონომიკურ ზონასთან. ეს ასევე არის აქტივი, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეზობლებთან თანამშრომლობისთვის ამ კუთხითაც და შევიტანოთ წვლილი მეტ რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744466922

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...

ირაკლი კობახიძე

1744464799

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. ამასთან, ცოტახნის წინ...

ირაკლი კობახიძე

1744463948

ახალი ამბები

მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ

 ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაშ...

 მეუფე იაკობი

1744460791

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორ...

ირაკლი კობახიძე

1744457844

ახალი ამბები

მირზოიანი: ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად

 „ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით“, - ა...

არარატ მირზოიან