„ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი" - ნინო ფოჩხუა
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2024/04/27/21984/nino-fochkhua_w_h.jpeg)
ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა „დიფ სთეითმა“, შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „დიფ სთეითი“ ანგრევს ევროკავშირს და იმედია გამოჩნდება ძალა, რომელიც შეაჩერებს „ომის პარტიის“ გავლენას ევროპაზე, რაც შეეხება დღეს მიღებულ რეზოლუციას, ექსპერტის თქმით, მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.
„ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა "დიფ სთეითმა," შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის. "დიფ სთეითი" ანგრევს ევროკავშირს, ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, ვინც შეაჩერებს "ომის პარტიის" გავლენას ევროპაზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამ თემას შეეხო. "ქართული ოცნება" ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსურვებს გამარჯვებას "დიფ სთეითზე," ასევე უსურვებს ევროპას გამოფხიზლებას და თავის დაღწევას "დიფ სთეითის" გავლენებისგან. "ქართული ოცნება" ამ ბრძოლაში იდგება პატრიოტი ევროპელების გვერდით. რაც შეეხება დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას და მის შემდგენელ ევროპარლამენტარებს, ამის სერიოზულად აღქმა ყოვლად შეუძლებელია“ - წერს ფოჩხუა.
1739450079
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია
„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხა...
1739449103
ახალი ამბებიბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მამუკა მდინარაძეზე: რამდენიმე საქმეზე ემუქრებოდნენ, ამ ხალხის დაცვას თავი დაანებე, თორემ დაგიჭერთო - არავინ მიუტოვებია, მათ შორის მეც! ბოლომდე დამიდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული შოშიაშვილი წერს, მამუკა მდ...
1739446651
მსოფლიომიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია 20-მდე ადამიანი
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობ...
1739444462
მსოფლიოპესკოვი: პუტინმა და ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, დაუყოვნებლივ დაიწყონ შეხვედრაზე მუშაობა
გუშინ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, თანაშემწეებისთვის დაევალებინათ, დაუყოვნებლივ დაეწყოთ მზადება ორი ქვეყნის ლიდერების შეხ...
1739443318
ახალი ამბებისაქართველოში მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ექს...