ისტორიული ოქრო საქართველოს - ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/13/25401/motsigurave_w_h.jpeg)
საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა დაიმსახურა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
გოგონათა შორის ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრება ბათუმის ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვალს დასრულდება.
შეგახსენებთ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ფიგურულ ციგურაობაში. პირველად ვერცხლის მედალი 1997 წელს შვედეთში ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა. 2017 წელს ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ინგა გურგენიძე პირველი ქართველი მოციგურავე გახდა, ვინც საქართველოს ამ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოუტანა.
1739455176
მსოფლიოაშშ-ში უამინდობის გამო თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა
აშშ-ში, ლამბერტ სენტ-ლუის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა. მედიის ცნობით, GoJet Airlines-ის თვითმფრინავი United Regional...
1739453203
მსოფლიო„ვიდრე ტრამპი და პუტინი მშვიდობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ, ევროკავშირის ოფიციალური პირები უაზრო განცხადებებს აკეთებენ, ვერ მოითხოვ ადგილს მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა მოიპოვოთ ის“ - ორბანი
„ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებას აწარმოებენ მშვიდობაზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები უაზრო განცხადებებს აკეთებენ“, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორ...
1739452204
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1739450079
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია
„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხა...
1739449103
ახალი ამბებიბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მამუკა მდინარაძეზე: რამდენიმე საქმეზე ემუქრებოდნენ, ამ ხალხის დაცვას თავი დაანებე, თორემ დაგიჭერთო - არავინ მიუტოვებია, მათ შორის მეც! ბოლომდე დამიდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული შოშიაშვილი წერს, მამუკა მდ...