„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია

„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით,“ - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და აღნიშნულია, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას. აქვე ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში.

ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას.

როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.

ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება - „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739443318

ახალი ამბები

საქართველოში მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ექს...

აა

1739442781

ახალი ამბები

„ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“ - მამუკა მდინარაძე

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი“ - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი...

მამუკა მდინარაძე

1739441778

ახალი ამბები

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით“ - ნინო წილოსანი

„უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი წერს. „ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დ...

ნინო წილოსანი

1739440505

ახალი ამბები

„მოქალაქეს, რომელიც 12 წლის წინ პატარა იყო, ჰგონია, ბოროტ ზღაპარს უყვები, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში“ - თეა წულუკიანი

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმია...

თეა წულუკიანი:

1739438679

ახალი ამბები

„ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ“ - ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე