ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი არის უბედური შემთხვევა

"პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევას.
"პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.
ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.
რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, მინისტრობის პირველივე დღიდანვე სამინისტროში კონსულტაციები იმართება.
გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13 ათასი დევნილი ოჯახი, დასახული გვაქვს პრიორიტეტები და ზუსტად ვიცით, რა გეგმებს უნდა მივყვეთ.
იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დევნილებს პერიოდულად ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი, რასაც ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით.
იმ დათქმულ ვადებში ჩვენ ამ პირობებს შევასრულებთ", – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გუშინ 16 იანვარს ზღვის უბანში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი შენობის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილებმა განაცხადეს, მამაკაცი ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.
სხვა სიახლეები:
🔳 52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა
🔳 "რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ"- ჯანდაცვის მინისტრი
🔳 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა
1741703498
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...
1741703454
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები
ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...
1741702225
საზოგადოება11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...
1741701596
საზოგადოებაპაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...
1741700654
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის
ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკ...