„დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!“ - ირაკლი კუპრაძე

„დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს.

სანატორიუმ ,,ქართლში" მცხოვრებმა 52 წლის დევნილმა კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თან ქვემოთ შეკრებილ დევნილებს მიაძახა: ეს თქვენთვის, იქნებ ამის მერე მოგაქციონ ყურადღებაო.

ვეღარ წარმომიდგენია ამის მერე, როგორ უნდა გრძელდებოდეს ჩვეულებრივად ჩვენი ცხოვრება.

ადამიანის სიცოცხლის ასე გაუფასურება, ტრაგედიების ნორმად ქცევა და შემდეგ ბრძოლის ნაცვლად ტოტალური უიმედობის განცდის შემოტანა!

ესაა ხელისუფლების სახე. დაჰპირდნენ დაგეხმარებითო და გადააგდეს.

დაჰპირდნენ შეგხვდებითო და გადააგდეს.

არ მოუსმინეს, არ გაუწოდეს დახმარების ხელი.

ახლა უნდა იხუვლოს მთელმა თბილისმა და დადგეს ფეხზე ამ ადამიანების გვერდით. ამას არანაირი, მაგრამ არ სჭირდება!

დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!

დავთქვათ დრო და ადგილი! ახლავე და აქ!“, - წერს ირაკლი კუპრაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.

"ერთი კვირის წინაც ამბობდა, მე ამას გავაკეთებ, მე ამას საქმეს შევეწირები, მთავარია თქვენ გეშველოთო", - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს.

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „გუშინ ალბათ უფალმა სამუდამო ადგილი მიგიჩინა მის გვერდით… ნეტა განახა რა დღეში ვართ უშენოდ“ - დიკო სალაყაიას სულის შემძვრელი წერილი

🔵 „დავიჯერე რომ ნოეს ხატება მივიდა სიკვდილის წინ იმ ჭაობისფერი საწვიმარით და ლელაიემ ცრემლებით გამოიტირა მისი ერთადერთი სიყვარული“ - დინა მირცხულავა სევდიან ისტორიას იხსენებს

🔵 „ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ“ - გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი