კახა კალაძე ოპოზიციაზე: ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი მათთვის თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.
კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულნი იქნებიან თუ დაქსაქსულები.
„ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს - გაერთიანებულები იქნებიან, თუ ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ. ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ, ან ზრუნავენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლო იმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომ როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...
1742484164
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...
1742481940
მსოფლიოჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...
1742481162
საზოგადოებალევან მახაშვილი ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა
არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შე...