კახა კალაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლებია წარმატებით მუშაობს

„ჩვენი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი არის აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხები იყოს მეტად გამჭვირვალე.
„ჩვენ თავიდან დაინიციირებული გვქონდა გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ადგილობრივმა აგენტურამ, გარე ძალების ჩართულობით, იარლიყები მიაკერა, რომ ვითომ რუსული იყო. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ ჰქონია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან ძალიან დიდი თანხების შემოდინება, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირებას, პოლარიზაციას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში აგენტურის დასაფინანსებლად, რომ შეექმნათ აგენტურული ხაზი და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებოდათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ამის მოწმენი გავხდით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი.
ჩვენთვის გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1740391620
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატოს მეტი საფიქრალი გაუჩნდა, ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოვა, რაც ყოველდღიურად დასტურდება
„მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი წლისთავზე შექმნილ ვითარებას...
1740390311
მსოფლიოევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. თავდაპირველად ვრცელდებ...
1740388628
ახალი ამბები„ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს, მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა“ - კახა კალაძე
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა...
1740387278
ახალი ამბებიდიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება
დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. საქართველოს აეროპორტები...
1740385301
ახალი ამბებირა ვითარებაა საავტომობილო გზებზე - განახლებული ინფორმაცია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შეზღუდვა მოქმედებს შიდა...