ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სიიდან რამდენიმე სახელი ამოიღეს, ბუდაპეშტმაც მას მხარი დაუჭირა.

სანქციების მე-16 პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით არის მიღებული. მისი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

სანქციების პროექტის მიხედვით, ის რუსეთის ალუმინის პროდუქციის შეძენაზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს. ასევე რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვებიც გამკაცრდება.

სანქციები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 73 გემის წინააღმდეგ დაწესდება. ეს გემები სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება და მათი დახმარებით რუსეთი ნავთობით ვაჭრობას განაგძობს. ასევე სანქციები რუსეთის 13 ბანკს დაუწესდება, რომლებსაც SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ.

სანქციები დაუწესდება რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებებს, როგორებიცაა „ტასი“, Lenta.ru და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია „ზვეზდა“. საერთო ჯამში სანქციები 8 რუსულ მედიასაშუალებას დაუწესდება. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობით ხსნის, რომელიც ევროკავშირის საინფორმაციო უსაფრთხოებას ემუქრება.

Reuters-ის ცნობით, საერთო ჯაში სანქციები 48 ფიზიკურ პირს და 35 იურიდიულ პირს დაუწესდება. მათ შორის არიან ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, გაერთიანებული საამიროების, თურქეთის და უზბეკეთის კომპანიები, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740394460

ახალი ამბები

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე

„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...

ირაკლი კობახიძე

1740393377

ახალი ამბები

პრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1740392636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში

სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1740392243

ახალი ამბები

„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს“ - სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა.   „დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვე...

 სანდრო ცნობილაძ

1740391620

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატოს მეტი საფიქრალი გაუჩნდა, ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოვა, რაც ყოველდღიურად დასტურდება

„მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი წლისთავზე შექმნილ ვითარებას...

დიმიტრი ხუნდაძე