კახა კალაძე: თბილისში უკრაინელებისთვის ტრანსპორტი, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები უფასო იქნება

თბილისში უკრაინელებისთვის ტრანსპორტი, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები უფასო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია.

მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.

გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ – 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ.

ერთი კვირის წინ გავხსენით სპეციალური სახაზინო ანგარიში და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს ვთხოვეთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ფინანსური დახმარება გაიღონ. უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესსუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს – 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს – უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე ჯანდაბას წაუღია ყველა ის ვაი-ქართველი, მთავრობაც და ხალხიც, ვინც ეს ბნელი და უპასუხისმგებლო ნახირი შეიფაროს! - რას წერს ექიმი ქეთი ლობჟანიძე

🔵 სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია

🔵 „გაზარდეთ სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა თემთა პალატისადმი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია