კახა კალაძე: ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ზურაბიშვილი არც ხელისუფლებისთვისაა საინტერესო და არც ოპოზიციისთვის.
„სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი ან წარმომადგენელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები. როდესაც შენ ქვეყნის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯებს, ხარ აგენტი, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ გაგაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას საერთო პლატფორმის ირგვლივ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ხელით მართული აგენტურა. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელები დაირქვან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთ რამეს ემსახურებიან - გარე ძალებს. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს, როგორც გაერთიანებულებს, ისე დაშლილებს, არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1743599218
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...
1743597651
ახალი ამბებიწულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...
1743596880
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს
ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...
1743595947
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743594161
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...